Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნების დღეს, უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. ინციდენტი 8 ოქტომბერს მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში. შალვა ხუციშვილის განმარტებით, დაკავებული პირი მხოლოდ ახლა ამოიცნო დაზარალებულმა უცხოელმა დამკვირვებელმა. „ის საქართველოში არ იმყოფებოდა და მხოლოდ მეორე ტურის წინ დაბრუნდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა. რაც შეეხება 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გორში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ წევრებს, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები ნათელი გახდება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.

XS
SM
MD
LG