Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოსთან საპასუხო აქცია მოეწყო


მოსკოვში ათეულობით აქტივისტმა საპროტესტო აქცია მოაწყო ბრიტანეთის საელჩოსთან. აქცია პასუხი იყო ლონდონში, რუსეთის საელჩოსთან გამართული აქციისა, რომელიც „სირიის კამპანიად“ წოდებულმა ჯგუფმა მოაწყო და რომელიც ალეპოს დაბომბვის მიმართ პროტესტს წარმოადგენდა. ლონდონის აქციის მონაწილეებმა სამ ნოემბერს რამდენიმე ასეული მანეკენის მკლავები მიიტანეს და დაყარეს რუსეთის საელჩოს წინ, როგორც სიმბოლო, სირიის და რუსეთის ავიაციის მიერ ალეპოში ასეულობით სამოქალაქო პირის დახოცვისა. რუსეთის საელჩომ გამოხატა ღრმა შეშფოთება ბრიტანეთის მთავრობის უმოქმედობის გამო, „უსაფრთხოების და დიპლომატიური მისიის შეუფერხებელი მუშაობის“ უზრუნველყოფის მხრივ, ამასთან, საელჩომ, ლონდონში განაცხადა, რომ სატელეფონო ხაზები დაკავებული „უსიამოვნო ზარებით“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლონდონის აქცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ იყო ორგანიზებული. მისი თქმით, აქცია მოჰყვა პარლამენტის თემთა პალატაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწოდებას, მოეწყოთ აქცია რუსეთის საელჩოსთან. „სირიის კამპანიის“ წარმომადგენელმა, ბისან ფაკიჰმა განაცხადა, რომ მათ სურდათ იმის ჩვენება, რომ რუსეთის თვითმფრინავები ოჯახებს ხოცავენ, და რომ დაბომბვა უნდა შეჩერდეს. მოსკოვში მოწყობილი აქციის მონაწილეებმაც მანეკენების კიდურები მიიტანეს ბრიტანეთის საელჩოსთან.

XS
SM
MD
LG