Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში გადატრიალების მცდელობის უკან რუსი ნაციონალისტები იდგნენ


ჩერნოგორიის ხელისუფლების თანახმად, გამოძიება გვიჩვენებს, რომ რუსი ნაციონალისტები იდგნენ ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების დღეს გადატრიალების მცდელობის უკან, რადგან ეს ქვეყანა ნატოში შესვლას ლამობს. მთავარმა საგანგებო პროკურორმა, მილივოიე კატნიჩმა განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობის მონაწილენი აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას, ხელისუფლებს დამხობას, მთავრობის მეთაურის მოკვლას და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანს. მისივე თქმით, გამოძიებას არ მიუკვლევია დასტურისთვის, რომ გადატრიალების მცდელობაში რუსეთის სახელმწიფო იყო ჩარეული. 22 სერბი და ჩერნოგორიელი მოქალაქე დააპატიმრეს 16 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. კატნიჩის თანახმად, ტერორისტული ოპერაციის მზადება ხდებოდა ჩერნოგორიის, სერბიის და რუსეთის ტერიტორიებზე. პრემიერი მილო ჯუკანოვიჩი, მისი თქმით, უნდა მოეკლა სნაიპერს. ბელგრადმა ქვეყნიდან გააძევა დაუდგენელი რაოდენობის რუსი მოქალაქეები, რომლებიც მეთვალყურეობას უწევდნენ ჯუკანოვიჩის მოძრაობას სერბიის ტერიტორიიდან. ნატომ 2016 წლის მაისში მიიწვია ჩერნოგორია ოფიციალურად ალიანსში გაწევრიანებისთვის.

XS
SM
MD
LG