Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი“ ერაყის ძალებს მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს


საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ მოეპოვება მტკიცებულება, ერაყის სამხედრო ძალების მიერ ერაყის ქალაქ მოსულთან ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლების წამებისა და დახოცვის შესახებ. ლონდონში მდებარე ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბარია ოქტომბრის ბოლოს, ექვსი ადამიანის სიკვდილით დასჯაზე, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამისტურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ერაყის სამხედრო ძალები, აშშ-ის ავიაციის და ქურთების „ფეშმერგას“ ძალების მხარდაჭერითცდილობენ კონტროლი დაამყარონ მოსულზე, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქზე, რომელსაც ორი წელიწადია აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფო“. ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ მოუწოდებს ერაყის მთავრობას გამოიძიოს მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და სიკვდილით დასჯის საქმე.

XS
SM
MD
LG