Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ გაათავისუფლა ქალაქი ნიმრუდი


ერაყის არმიამ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გაათავისუფლა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქი ნიმრუდი, უძველესი ასირიული ქალაქი. ამის შესახებ ნათქვამია ერაყის ოფიციალურ განაცხადებში, რომელიც იტყობინება გააფთრებული ბრძოლებისა და ექსტრემისტთა შორის დიდი მსხვერპლის შესახებ.თუმცა ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თურა ვითარებაშია ნიმრუდის მახლობლად მდებარე ისტორიული-არქეოლოგიური ძეგლი, ძველი ქალაქი. ასირიის იმპერიის დედაქალაქი ნიმრუდიქრისტესშობამდე მე-13 საუკუნეში აიგო. ექსტრემისტება ისტორიული ნიმრუდი ორი წლის წინ დაიკავეს და ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ ანგრევდნენ ძალაყინებით ისლამისტები ძეგლს, ვიდრე მას ნაღმით ააფეთქებდნენ.

XS
SM
MD
LG