Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა


გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ავღანეთში, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა გადარჩენისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, ლევან იზორიამ გერმანელი კოლეგისგან მიიღო მადლობის წერილი. „გასულ კვირაში, მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიონალური ქმედებისთვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებით შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა“ - ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლეიენის წერილში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს აქტიური ქმედება საქართველო-გერმანიის მრავალწლიანი, შესანიშნავი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ურუსულა დონ დერ ლეიენი დარწმუნებულია, რომ მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო და გერმანია მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევენ ერთობლივი მისიის შესრულებისას.

XS
SM
MD
LG