Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევს სურს, რომ ეკონომიკის მინისტრის საქმე გულმოდგინედ გამოიძიონ


რუსეთის გამომძიებლებმა ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ეკონომიკის მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში. საქმე ეხება „როსნეფტის“ მიერ „ბაშნეფტის“ ყიდვას. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გულმოდგინედ გამოიძიონ საქმე. ამავე ცნობით, მედვედევმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა ულიუკაევის თაობაზე. მედვედევმა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა იევგენი იელინი. 15 ნოემბრის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულიუკაევი დააპატიმრეს წუხელ, როგორც საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, ეჭვის გამო, რომ ორი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო „როსნეფტის“ მიერ „ბაშნეფტის“ გადაბარების დროს საქმის გაიოლოებისთვის. ულიუკაევი 1991 წლის შემდეგ პირველი ამ რანგის დაპატიმრებული რუსი მოხელეა. კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრალდებები სერიოზულია, რომ მხოლოდ სასამარლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. 60 წლის ულიუკაევი ზედამხედველობდა სამთავრობო პრივატიზებას, სხვათა შორის, სახელმწიფო „როსნეფტის“ მიერ ასევე სახელმწიფო „ბაშნეფტის“ შესყიდვას ხუთ მილიარდ დოლარად, რაც სადავო ოპერაციად შეფასდა.

XS
SM
MD
LG