Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო მხარს უჭერს ორი ეჭვმიტანილი სასულიერო პირის საქმის გამოძიებას


საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საერო სამართლით უნდა განისაჯონ ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაკავებული სასულიერო პირები, რომელთაგან ერთმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა საკუთარ მეზობელს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ სასულიერო პირებს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ. რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება: ბერი ფილიპე ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი. რა დროსაც,მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (მირიან) მაქარაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც. საპატრიარქოს განცხადებით, მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს.

XS
SM
MD
LG