Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადი მზად არის, ტერორისტებთან ბრძოლის საქმეში ითანამშრომლოს დონალდ ტრამპთან


სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადებით, მომავალი გვიჩვენებს, შეცვლის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი თავისი ქვეყნის პოლიტიკას სირიის მიმართ, მაგრამ ის მზად არის, ითანამშრომლოს მასთან ტერორისტებთან ბრძოლის საქმეში. პორტუგალიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასადმა განაცხადა: „თუ დონალდ ტრამპი ტერორისტებთან ბრძოლას აპირებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკავშირეები ვიქნებით. შეიძლება ითქვას, ბუნებრივი მოკავშირეები, ისევე, როგორც ეს ხდება რუსეთის, ირანისა და ბევრი იმ სხვა ქვეყნის შემთხვევაში, ვისაც ტერორისტების დამარცხება სურს.“

XS
SM
MD
LG