Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა დანიშნა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. „კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12 საათზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომელიც 17 ნოემბრითაა დათარიღებული. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს დაამტკიცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. 150-წევრიან პარლამენტში 115 დეპუტატი არჩეულია პარტიიდან, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, 27 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 6 - „პატრიოტთა ალიანსიდან“, 1 - „მრეწველებიდან“ და 1 - საინიციატივი ჯგუფიდან.

XS
SM
MD
LG