Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გერმანიაში ანგელა მერკელს და ევროპელ ლიდერებს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ ჩავიდა გერმანიაში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. პრეზიდენტის რანგში ობამა მართავს თავის ბოლო უცხოურ ტურნეს, რომელიც გუშინ საბერძნეთში დაიწყო, დღეს გერმანიაში გაგრძელდება და კვირის ბოლოს პერუში დასრულდება. 18 ნოემბერს ობამა ბერლინში შეხვდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს და ტრანსატლანტიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მასა და მის მემკვიდრეს, დონალდ ტრამპს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ის ყოველ ღონეს იხმარს მომავალი პრეზიდენტისთვის ძალაუფლების „რბილად“ გადასაცემად. ათენში გამოსვლისას, ობამამ თქვა, რომ ის და მისი მემკვიდრე უკიდურესად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ „ამერიკის დემოკრატია ნებისმიერ ცალკეულ ადამიანზე უფრო დიდია“.

XS
SM
MD
LG