Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: თანამდებობის დაკავების შემდეგ რუსეთის მიმართ პრინციპული მიდგომა მაქვს


17 ნოემბერს ბერლინში გაიმართა გერმანიის კანცლერის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა. შემედეგ ანგელა მერკელმა და ბარაკ ობამამ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია. ობამამ და მერკელმა თავისუფალი ვაჭრობის ტრანსატლანტიკური შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სტუმარმა ქებით მოიხსენია მერკელის და მასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტის, ოლანდის მცდელობა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ვაგრძელებთ უკრაინის ხალხთან დგომას და ვრჩებით პრინციპის ერთგული, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი მიმართულება, თქვა ობამამ. მის თანახმად, თანამდებობის დაკავების შემდეგ ყოველთვის პრინციპული იყო რუსეთთან მიდგომაში: რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ის სამხედრო სუპერსახელმწიფოა, აქვს გავლენა რეგინში და გავლენა- მსოფლიოში, განაცხადა ობამამ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პრეზიდენტი, ასევე კონსტრუქციულად მიუდგება რუსეთს, სადაც შეიძლება მასთან თანამშრომლობა, სადაც ჩვენი ფასეულობები და ინტერესები ემთხვევაო, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის მიმართ ობამას იმედი აქვთ, რომ ის საჭიროების შემთხვევაში რუსეთს წინ აღუდგება. პრეზიდენტის რანგში ობამა მართავს თავის ბოლო უცხოურ ტურნეს, რომელიც საბერძნეთში დაიწყო, გერმანიაში გრძელდება და კვირის ბოლოს პერუში დასრულდება. 18 ნოემბერს ობამა ბერლინში შეხვდება საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. მსჯელობის უმთავრესი საკითხი იქნება, ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება მას შემდეგ, რაც თავის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება აშშ-ის მომავალიპ რეზიდენტი დონალდ ტრამპი.

XS
SM
MD
LG