Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტრამპი „საიმედო პარტნიორია“


იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „საიმედო პარტნიორია“. ამის შესახებ მან დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მასთან შესაძლებელია იმ ურთიერთობების აწყობა, რომელიც ნდობაზე იქნება დამყარებული“. სინძო აბეს თქმით, ნიუ-იორკში, „ტრამპ ტაუერში“ გამართულმა შეხვედრამ „თბილ გარემოში “ ჩაიარა. რამდენიმე ხნით ადრე, ტრამპი აღნიშნავდა, რომ ის მოხიბლულია იაპონიის პრემიერ-მინისტრით, თუმცა ამასთანავე, რესპუბლიკელი ტრამპი ბრალს სდებდა ტოკიოსა და სეულს, რომ ისინი არასაკმარისად აფინანსებენ თავიანთ ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში 80 ათასს აღწევს.

XS
SM
MD
LG