Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი ბოლო ტურნეს ფარგლებში, 18 ნოემბერს ბერლინში შეხვდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ნატოს შემდგომ გაძლიერებასა და ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის კიდევ უფრო განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ბერლინის შეხვედრის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში. აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები პირობას დებენ, რომ იმუშავებენ აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარების თაობაზე.

XS
SM
MD
LG