Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული კანდიდატი - გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერია. პარტიას ახალ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს, რაც სავსებით საკმარისია პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია 2015 წლიდან. მანამდე მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა.

XS
SM
MD
LG