Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა შეარჩია რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატები


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა შეარჩია რამდენიმე მაღალ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატები: რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ პომპეო გამოძიების ცენტრალური სააგენტოს დირექტორად, გადამდგარი გენერალი მაიკლ ფლინი მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და რესპუბლიკელი სენატორი ჯერ სეშნსი მთავარ პროკურორად. ცნობების თანახმად, 52 წლის მაიკ პომპეო არის რესპუბლიკელების მემარჯვენე ფრთის, „თი პარტის“ წარმომადგენელი, რომელსაც განათლება აშშ-ის სამხედრო აკადემიასა და ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ის კრიტიკულად აფასებს ირანთან შეთანხმებას, რომელიც ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეკვეცას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG