Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ ჩაჩიბაიას გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე წარადგენენ


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს 22 ნოემბრიდან, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.როგორც იზორიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუ ვინ შეცვლის ვახტანგ კაპანაძეს და გადაწყდა, რომ 22 ნოემბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება.

XS
SM
MD
LG