Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აცხადებს, რომ ქაშმირში ინდოეთიდან თავდასხმისას მოკლეს 11 სამოქალაქო პირი


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, ცხრა სამოქალაქო პირი დაიღუპა ქაშმირში, ამ რეგიონის ინდოეთის კუთვნილი ნაწილიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად. ამ ცნობით, ჭურვი მოხვდა ავტობუსს, რომელიც ნელამის ხეობაში მიდიოდა. კიდევ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა ქაშმირის დე ფაქტო საზღვართან მდებარე სოფელში, როცა ჭურვი მათ სახლს მოხვდა. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა, სულ ცოტა, 11 ადამიანი. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ბოლოხანს ხშირია ინციდენტები ქაშმირის რეგიონის გამყოფი საზღვრის გასწვრივ. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი 1947 წელს ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ. ორივე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას რეგიონის მთელ ტერიტორიაზე. ამ დავის გამო ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე ორჯერ იომეს.

XS
SM
MD
LG