Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი იმუქრება, რომ ევროკავშირიდან ზეწოლის შემთხვევაში მიგრანტებს საზღვრებს გაუხსნის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმუქრება, რომ გახსნის საზღვარს არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებსაც გეზი ევროპისაკენ უჭირავთ. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში თურქეთის გაწვერიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას.ამ გადაწყვეტილებამ განარისხა ერდოანი. „ჩვენ ის ქვეყანა ვართ, ვინც 3-3,5 მილიონ დევნილს ასაზრდოებს. თქვენ უღალატეთ მოცემულ პირობას. და თუ შემდგომშიც ასე გააგრძელებთ, მაშინ საზღვრებს გავხსნით“, - განაცხადა 25 ნოემბერს სტამბულში სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა. ევროპარლამენტის მიერ 24 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შემოიღონ „დროებითი მორატორიუმი“ ანკარასთან მოლაპარაკებებზე, ვიდრე თურქეთი არ გააუქმებს „არაპროპორციულ ზომებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“.

XS
SM
MD
LG