Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა „სასტიკი დიქტატორი“ უწოდა ფიდელ კასტროს


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი კუბელი ლიდერი დაახასიათა, როგორც „სასტიკი დიქტატორი“ და იმედი გამოთქვა, რომ მისი სიკვდილი კუბელ ხალხს თავისუფლებას მოუტანს. „მაშინ როცა, კუბა ტოტალიტარიზმის კუნძულად რჩება, ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი დღით დასრულდება ის საშინელება, რომელიც დიდხანს გაგრძელდა და ქვეყანა ივლის ისეთი მომავლისაკენ, რომელშიც მშვენიერი კუბელი ხალხი საბოლოოდ იცხოვრებს თავისუფლებაში, რასაც ის სრულიად იმსახურებს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ლიდერები კუბელ ხალხს ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ, ამერიკის ქალაქ მაიმიში მცხოვრები დევნილები 26 ნომბერს ქუჩაში საზეიმოდ გამოვიდნენ.

XS
SM
MD
LG