Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო ჯარებმა გაათავისუფლეს ალეპოს მნიშვნელოვანი გარეუბანი


სირიის სამთავრობო ჯარებმა გაათავისუფლეს მეამბოხეების მიერ დაკავებული მნიშვნელოვანი რაიონი აღმოსავლეთ ალეპოში, რასაც სირიელი აქტივისტები და სახელმწიფო მედიაც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბრისათვის სირიის სამთავრობო ჯარებმა სრულად დაამყარეს კონტროლი ჰანანოს რაიონზე და გაწმინდეს არეალი ჭურვებისა და ნაღმებისაგან. ამას გარდა სირიის სამთავრობო ჯარები აგრძელებენ სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ალეპოს კიდევ ორი რაიონის, ალ-ჰაიდარიასა და სახურის მიმართულებით. სირიის სამთავრობო ჯარებს ამ ოპერაციაში ჰაერიდან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ავიაცია. ქალაქი ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი. ქალაქის დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მომხრე სამთავრობო ჯარები, რომლებიც ცდილობენ განდევნონ ალეპოს აღმოსავლეთიდან სირიელი მეამბოხეები, რომლებსაც ოფიციოზი "ტერორისტებს" უწოდებს.

XS
SM
MD
LG