Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა გაათავისუფლა მოტაცებული პირი


ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შედეგად, ჯარიმის გადაუხდელად გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან მოტაცებული 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო. ხუბულაშვილი დღეს მოიტაცეს "საზღვრის" მიმდებარე ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG