Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მაღალი რანგის მოხელეები დაითხოვა მეცნიერებათა აკადემიაში გაწევრიანების გამო


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მაღალი ჩინის მოხელეები, რომლებიც მეცნიერებთა აკადემიის წევრები გახდნენ აკრძალვის მიუხედავად. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ოფიციალურ პირს შარშან დეკემბერში წერილობით აცნობეს, რომ სახელმწიფო მოხელეებმა უარი უნდა თქვანმეცნიერებათა აკადემიის წევრად არჩევას. პუტინის თქმით, შეუძლებელია სახელმწიფო სამსახურში ყოფნა და ამავე დროს აკადემიური პასუხიმგებლობის შესრულება.

XS
SM
MD
LG