Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს სამდღიან ვიზიტს ბრიუსელში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს სამდღიან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან. კვირიკაშვილი შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს; ვიცე-პრეზიდენტებს, მანფრედ ვებერს და ჯანი პიტელას; ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს;ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს; უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ევროკომისრებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების, მიგრაციის, კლიმატისა და ენერგორესურსების და ვაჭრობის საკითხებში. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც.

XS
SM
MD
LG