Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ფედერიკა მოგერინის


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. დღეს გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლა, ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დასტურია. თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, პრემიერ-მინისტრად ხელახალი დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას.მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ხაზი გაესვა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად. ფედერიკა მოგერინიმ ცალსახად დაადასტურა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა. გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშესაწყობად ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG