Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: აშშ-ს კონგრესის მიერ სანქციების კანონპროექტის გახანგრძლივება ბირთვული შეთანხმების დარღვევაა


ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ სანქციების კანონპროექტის გახანგრძლივება წარმოადგენს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გასულ წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების დარღვევას. „ამას შევატყობინებთ ირანის კომიტეტს, რომელსაც ევალება დაკვირვება შეთანხმების განხორციელებაზეო“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ბაჰრამ ღასემიმ 2 დეკემბერს. „მზად ვართ მყარად დავიცვათ ჩვენი ერის უფლებები ნებისმიერ პირობებშიო“, დასძინა ღასემიმ. მისი განცხადებების ფონს ქმნის აშშ-ის სენატის მიერ 1 დეკემბერს ერთხმად მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ირანის სანქციათა აქტის კიდევ ათი წლით გახანგრძლივებას. წარმომადგენელთა პალატას უკვე მიღებული აქვს კანონპროექტი, რომლითაც გახანგრძლივდება ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონი - ეს კანონი აშშ-ის უფლებას აძლევს სანქციები დააკისროს კომპანიებს ირანთან ბიზნესის კეთების გამო. კანონპროექტი ახლა თეთრ სახლში გადაიგზავნება, სადაც მას, როგორც მოელიან, პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს ხელს. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს კანონი არ მოდის წინააღმდეგობაში იმ შეთანხმებასთან, რომლითაც შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა.

XS
SM
MD
LG