Accessibility links

ჩინეთმა ოფიციალურად გააპროტესტა ტრამპის სატელეფონო საუბარი ტაივანის ლიდერთან


ჩინეთმა ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გამოხატა მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ტაივანის ლიდერს - რითიც დაარღვია აშშ-ის დიპლომატიური პოლიტიკის ოთხი ათწლეულის ტრადიცია. პეკინმა 3 დეკემბერს ვაშინგტონს მოუწოდა შეინარჩუნოს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა და თავიდან აირიდოს ორმხრივი კავშირების გაუარესება. მედიაში ვრცელდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის სიტყვები - რომ სატელეფონო საუბარი უბრალოდ „პატარა ხრიკი“ იყო ტაივანის მხრიდან და რომ ის არ თვლის, რომ ეს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას მოასწავებს. ტრამპის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანის ლიდერმა, ცაი ინვენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა. ტრამპმა მოგვიანებით ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ ზარის ინიციატორი ტაივანის ლიდერი იყო. პეკინი ტაივანს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნებსა და ტაივანს შორის ოფიციალურ ურთიერთობებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG