Accessibility links

სამხრეთ კორეაში დემონსტრანტები კვლავ მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას


უკვე მეექვსე შაბათ-კვირაა სამხრეთ კორეაში ასი ათასობით მოქალაქე მონაწილეობს ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რომლებიც პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს გადადგომის მოთხოვნით იმართება. პოლიციის შეფასებით, 3 დეკემბერს სეულში სანთლის შუქზე გამართულ აქციაში 320,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. საკუთრივ აქციის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ ექვსას ათასამდე იყო. აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. 3 დეკემბერს უფრო ადრე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წარადგინეს იმპიჩმენტის ინიციატივა, რომელსაც, როგორც მოელიან, პარლამენტი 9 დეკემბერს უყრის კენჭს. დამტკიცებისთვის ინიციატივას დასჭირდება ყველა ოპოზიციონერის, ჯამში 171 ხმა და ასევე ორ ათეულამდე იმ დეპუტატის მხარდაჭერა, რომლებიც პრეზიდენტის პარტიას წარმოადგენენ. დამტკიცების შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცესი ექვს თვემდე გაგრძელდება. პრეზიდენტს ადანაშაულებენ ალიანსის დამყარებაში მეგობართან, რომელსაც ბრალს სდებენ მაქინაციების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG