Accessibility links

რუსეთის უშიშროება: დაღესტანში მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოკავკასიის დანაყოფის ლიდერი


რუსეთის უშიშროების ბიურო აცხადებს, რომ დაღესტანში ჩატარებული ოპერაციის დროს მისმა ძალებმა მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოკავკასიური დანაყოფის ლიდერი. 4 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ეფესბე ამბობს, რომ მოკლულია რუსტამ ასელდეროვი და კიდევ მისი „ოთხი ახლო თანამებრძოლი“, მახაჩკალასთან ახლოს მდებარე კერძო სახლზე განხორციელებული რეიდის შედეგად. განცხადების თანახმად, ნაპოვნია „ავტომატური იარაღი და ტყვია-წამლის და ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდი ოდენობა“. ასელდეროვი, რომელიც ცნობილი იყო სახელით შეიხ აბუ მუჰამედ ალ-ყადარი, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაცხადა მათი განსაზღვრებით კავკასიის პროვინციის „ემირად“. რუსეთის უშიშროებას მის შესახებ ინფორმაცია 2012 წლიდან ჰქონდა და მას დაღესტანში ტერორისტული დაჯგუფებების წევრად იცნობდნენ. ასელდეროვმა 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგული იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG