Accessibility links

იტალიაში რეფერენდუმი იმართება, რომლითაც განისაზღვრება პრემიერის მომავალი და ევროზონის სტაბილურობის პერსპექტივა


იტალიის მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პრემიერ-მინისტრის, მატეო რენცის პოლიტიკური მომავალი და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. რენცი აცხადებს, რომ გადადგება, თუკი პარლამენტის ზედა პალატის როლის შემცირების და რეგიონული ხელისუფლებების ძალაუფლების შეკვეცის შესახებ მისი გეგმა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას რეფერენდუმზე. ევროპული ერთობის მომხრე რენცის საკუთარი უფლებამოსილების გაზრდა სურს საიმისოდ, რომ ეკონომიკური რეფორმები გატარდეს. ევროპის საფინანსო ბაზრებზე შიშობენ, რომ შეთავაზებული ზომების მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ახალ სირთულეებს შეუქმნის იტალიის ბანკებს და მორიგ კრიზისში შეიყვანს ევროს მოქმედების ზონას. ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიები იტალიის მოქალაქეებს მოუწოდებენ არ დაუჭირონ მხარი პრემიერ-მინისტრს - იმედოვნებენ, რომ რენცის მიერ ხელისუფლების დატოვება გზას გაუხსნის კიდევ უფრო მძლავრ ინიციატივებს იტალიის მიერ ევროზონიდან გასვლის, ან ევროკავშირის საერთოდ დატოვების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG