Accessibility links

უზბეკეთში დაიხურა საარჩევნო უბნები


უზბეკეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, დაიხურა საარჩევნო უბნები. კენჭისყრით აირჩევენ ავტორიტარი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის შემცვლელს. ქარიმოვი შუა აზიის ამ ქვეყანას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავდა, ის სამი თვის წინ გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, არჩევნებში გაიმარჯვებს შავკატ მირზიაევი, რომელიც უწინ პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. 59 წლის მირზიაევი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დიდწილად გააგრძელებს წინამორბედის კურსს. არჩევნებში კიდევ სამ კანდიდატს უყრიან კენჭს - სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, ხათამჯონ კეტმანოვს, ეროვნული აღორძინების პარტიის წარმომადგენელ სარვარ ოტამურატოვს და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენელს, ნარიმან უმაროვს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს დაახლოებით 21 მილიონ მოქალაქეს.

XS
SM
MD
LG