Accessibility links

კუბაში გაიმართა ფიდელ კასტროს ფერფლის დაკრძალვის ცერემონია


კუბაში შედგა ფიდელ კასტროს ფერფლის დაკრძალვის ცერემონია, რითიც დასრულდა ოფიციალური გლოვის ცხრადღიანი პერიოდი. ცერემონია ქალაქ სანტიაგოში, წმინდა იფიგენიას სახელობის სასაფლაოზე გაიმართა, სახელმწიფო მედიის ცნობით. როგორც იუწყებოდნენ, კასტროს ფერფლი უნდა განთავსებულიყო დამოუკიდებლობის გმირის, ხოზე მარტის მავზოლეუმთან ახლოს. კასტრო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე იდგა კუბის მმართველი ერთპარტიული რეჟიმის სათავეში, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო. ის უკვე ათწლეულის განმავლობაში აღარ იყო ხელისუფლებაში, თუმცა განაგრძობდა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პერიოდულად წერდა სტატიებს მსოფლიო და ადგილობრივ პროცესებზე და ჰავანის შემოგარენში მდებარე სახლში ხვდებოდა უცხოელ სტუმრებს. 3 დეკემბერს ფიდელ კასტროს ძმამ და ხელისუფლებაში მისმა მემკვიდრემ, რაულ კასტრომ უხელმძღვანელა მისი ძმის პატივსაცემად გამართულ მასობრივ სამგლოვიარო აქციას სანტიაგოში, რევოლუციის მოედანზე და შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა, რომ უერთგულებს სოციალიზმის იდეებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG