Accessibility links

იტალიის რეფერენდუმზე მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა


იტალიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმზე მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა. ამ რეფერენდუმმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის პოლიტიკური მომავალი განსაზღვროს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათისთვის რეფერენდუმში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 57 პროცენტზე მეტს. რენცი აცხადებს, რომ გადადგება, თუკი პარლამენტის ზედა პალატის როლის შემცირების და რეგიონული ხელისუფლებების ძალაუფლების შეკვეცის შესახებ მისი გეგმა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას რეფერენდუმზე. ევროპული ერთობის მომხრე რენცის საკუთარი უფლებამოსილების გაზრდა სურს საიმისოდ, რომ ეკონომიკური რეფორმები გატარდეს. ევროპის საფინანსო ბაზრებზე შიშობენ, რომ შეთავაზებული ზომების მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ახალ სირთულეებს შეუქმნის იტალიის ბანკებს და მორიგ კრიზისში შეიყვანს ევროს მოქმედების ზონას. ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიები იტალიის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ არ დაეჭირათ მხარი პრემიერ-მინისტრისთვის - იმედით, რომ რენცის ხელისუფლებიდან წასვლა გზას გაუხსნის კიდევ უფრო მძლავრ ინიციატივებს იტალიის მიერ ევროზონიდან გასვლის, ან ევროკავშირის საერთოდ დატოვების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG