Accessibility links

უზბეკეთში დღეს გამოაცხადებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს


უზბეკეთში დღეს გამოაცხადებენ, ვინ გაიმარჯვა 4 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც მოჰყვა უზბეკეთის ავტოკრატი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალებას. ქარიმოვი, რომელიც ათწლეულები მართავდა ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, წელს სექტემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირზა ულუგბეკ აბდუსალომოვის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობდა თითქმის 20-მილიონიანი ელექტორატის 87,83%. მოსალოდნელია, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, 59 წლის შავკატ მირზიაევმა. ის 2003 წლიდან იყო უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, ვიდრე პრეზიდენტად გამოცხადდებოდა ქარიმოვის გარდაცვალებიდან მეექვსე დღეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG