Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტად შავკატ მირზიაევი აირჩიეს


უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 4 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა შავკატ მირზიაევმა, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი ერგო. არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც სექტემბრის დასაწყისში გარდაიცვალა უზბეკეთის ავტოკრატი მმართველი, ისლამ ქარიმოვი. მისი გარდაცვალებიდან მეექვსე დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 59 წლის მირზიაევი, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო.

XS
SM
MD
LG