Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში, ოკლენდში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33-ს მიაღწია


ძლიერი ხანძარი მოხდა აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე ქალაქ ოკლენდში. ამ დროისთვის იტყობინებიან 33 დაღუპულის შესახებ. ზოგი მათგანი 17 წლის და უფრო უმცროსი ასაკის მოზარდია. ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი დაღუპულის ამოცნობა მოხერხდა. სამძებრო საქმიანობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, იტყობინებიან მაშველები მას შემდეგ რაც დამწვარი შენობის დაახლოებით ნახევარი შეამოწმეს. ხანძარი პარასკევს ღამით მოხდა ძველი საწყობის შენობაში, რომელიც სათანადო ნებართვის გარეშე იყო გადაკეთებული საცხოვრებელ ბინებად და სამხატვრო სახელოსნოებად. პარასკევს ღამით შენობაში წვეულება მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG