Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესის სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა განისაზღვრა 8,2 მილიარდი ლარით, რაც 15,8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 10,2% - საშუალოზე და 9,9% - მცირე ბიზნესზე. ამავე პერიოდში, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ შეადგინა 606 ათასი, რაც 2015 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია და 59,9% მამაკაცი. „საქსტატის“ მონაცემებითვე, დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი 64,8%-ით. დედაქალაქს მოსდევენ აჭარა - 9,5%, იმერეთი - 7%, ქვემო ქართლი - 5,6% და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3,6%. ბიზნესის სექტორის მთლიან ბრუნვაშიც თბილისი ლიდერობს 71,1%-ით. აჭარაში მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი 8%-ია, ქვემო ქართლში - 5,2%, იმერეთში - 4,7% და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3,1%.

XS
SM
MD
LG