Accessibility links

სირიაში ორი რუსი სამხედრო ექიმი დაიღუპა


სირიის ქალაქ ალეპოში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა უკვე მეორე რუსი სამხედრო ექიმი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრნდობით. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ალეპოში მობილური ჰოსპიტალისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა რუსი ექიმი ქალი. ამავე იერიშის შედეგად დაიჭრა რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე: ორი მედიკოსი და ერთი ჟურნალისტი. მოსკოვი მომხდარში ადანაშაულებს სირიელ ოპოზიციონერ მეამბოხეებს, აგრეთვე აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომლებიც, მოსკოვი როგორც აცხადებს, მეამბოხეებს ეხმარებიან. რუსეთი 2015 წლის სექტემბერიდან ახორციელებს საჰაერო იერიშებს სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების დასახმარებლად. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 22 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ორი სამხედრო ექიმის ჩათვლით. 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ალეპოში მობილური საავადმყოფოების გაგზავნა, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG