Accessibility links

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს პრეზიდენტად იყაროს კენჭი


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 54 წლის ვალსი ამბობს, რომ 6 დეკემბერს დატოვებს პრემიერის თანამდებობას, რათა კონცენტრაცია საპრეზიდენტო კამპანიაზე მოახდინოს. "ჩემი კანდიდატურა შერიგებას დაისახავს მიზნადო", ამბობს ვალსი და დასძენს, რომ მისი სურვილია ერთიანობის აღდგენა მწვავე განხეთქილების მქონე ფრანგ სოციალისტებში. მომავალ თვეში დაგეგმილ პრაიმერიზში ვალსს სოციალისტური პარტიის სხვა წევრები ეყოლება მეტოქეებად. ვალსის გადაწყვეტილების ფონია დღეს უკვე ღრმად არაპოპულარული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ აღარ აპირებს კენჭისყრას პრეზიდენტის პოსტზე. ოლანდი იმედოვნებს, რომ ამით სოციალისტური პარტიის სხვა კანდიდატს მისცემს არჩევნებში გამარჯვების შანსს. გამოკითხვების თანახმად, ვალსი შესძლებს სოციალისტური პარტიიდან დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ სირთულეები შეექმნება არჩევნებზე, სადაც დასჭირდება ულტრამემარჯვენე მეტოქის, მარინ ლე პენის და მემარჯვენე კანდიდატის, ფრანსუა ფილონის დამარცხება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG