Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში „ფიზიკის კვლევით ცენტრს“ ემიგრირებული ნობელიანტის სახელს მიანიჭებენ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, „პრინციპში“თანხმობა გამოაცხადა, სახელი შეუცვალონ ფიზიკის კვლევით ცენტრს ისლამაბადში და მიანიჭონ მას პაკისტანის პირველი ნობელიანტის, აბდუს სალამის სახელი. პრემიერ-მინისტრ, ნავაზ შარიფის ოფისის თანახმად, მან განათლების სამინისტროს თხოვა, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა დაამტკიცოს გადაწყვეტილება: ეწოდოს ყუადი-ი-აზამის უნივერსიტეტის ფიზიკის ეროვნულ ცენტრს, „პროფესორ აბდუს სალამის ფიზიკის ცენტრი“. სალამი პაკისტანის მთავრობის მრჩეველი იყო 1969-1974 წლებში და მთავარი როლი ითამაშა ბირთვული სფეროს განვითარების, პაკისტანში ატომური ბომბის პროექტის შექმნაში. სალამმა პაკისტანი დატოვა და არასოდეს დაბრუნებულა სამშობლოში პროტესტის ნიშნად მას მერე, რაც პარლამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ სალამი და მისი თანამშრომლები აჰმადიის რელიგიურ უმცირესობის წარმომადგენლები და არამუსლიმები არიან. სამადი მას მერე პაკისტანის ატომური ენერგიის კომისიის მუდმივი მრჩეველი იყო.

XS
SM
MD
LG