Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: ირანი ტრამპს არ დართავს ნებას "დახიოს" ბირთვული შეთანხმება


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი არ მისცემს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უფლებას "დახიოს" ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანმა დადო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან და გერმანიასთან. როჰანიმ ამის თაობაზე განაცხადა თეირანის უნივერსიტეტში, 6 დეკემბერს. ჰასან როჰანის თქმით, ტრამპს ბევრი რამის გაკეთება სურს,“ მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვეხება“. როჰანიმ თქვა, აშშ ჩვენი მტერია, ამაში ეჭვი არ შეგვაქვს, ამერიკელებს სურთ, რაც შეიძლება მეტი ზეწოლა ჩვენზეო. ბირთვული შეთანხმებით ირანი ზღუდავს ბირთვულ პროგრამას და დასავლეთი კი თეირანის მიმართ სანქციებს არბილებს. ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელს დაიკავებს იანვარში, საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ეს საშინელი შეთანხმება მხოლოდ ირანს ახეირებს და თუ აირჩევდნენ, მას დახევდა. თუმცა, მას მერე, ტრამპმა განაცხადა, რომ ძნელი იქნება ასეთი შეთანხმების განადგურება, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უმაგრებს ზურგსო.

XS
SM
MD
LG