Accessibility links

დიპლომატები: ევროკავშირი გაახანგრძლივებს რუსეთის სანქციებს


ევროკავშირის დიპლომატების თქმით, ევროკავშირი, დიდი ალბათობით, მომავალი კვირის სამიტზე 2017 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს რუსეთისთვის დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს. რადიო თავისუფლებას ამ საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულმა რამდენიმე დიპლომატმა უთხრა, რომ ევროკავშირი, სავარაუდოდ, დისკუსიის გარეშე აუნთებს მწვანე შუქს სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებას. რამდენიმე დღის შემდეგ კი ევროკავშირის მინისტრები ან ელჩები ოფიციალურად დაადასტურებენ გახანგრძლივებასო, ამბობენ დიპლომატები, რომლებიც ანონიმურობის დაცვის გარანტიით საუბრობენ რადგან ამ ეტაპზე არ სურთ საჯაროდ ისაუბრონ ამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ თემატიკაზე. ამჟამად მოქმედ სანქციებს ვადა იანვრის ბოლოს ეწურება. სანქციები, რომლებიც რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სექტორებს ეხება, პირველად დაწესდა 2014 წლის ზაფხულში, რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG