Accessibility links

სირიის მთავრობის ჯარებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქ ალეპოს ისტორიული უბნები


სირიელი აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარმა და მისმა მოკავშირეებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქ ალეპოს ისტორიული, ძველი უბნები, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 7 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ მეამბოხეებმა უკან დაიხიეს ძველი ქალაქის ბოლო რაიონებიდანაც. ამავე წყაროს თანახმად, მთავრობის ჯარი და მისი მოკავშირეები ახლა აკონტროლებენ ტერიტორიის 75%-ს აღმოსავლეთ ალეპოში, რომელიც ბოლო ოთხი წელი მეამბოხეების ხელში იყო. ალეპოს, მეამბოხეების უდიდესი ურბანული დასაყრდენის, მთლიანად დაპყრობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის უდიდესი სამხედრო წარმატება იქნებოდა მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო. ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი უარს ამბობენ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაზე. სირიის ამ, სიდიდით მეორე ქალაქში, დღემდე ათიათასობით სამოქალაქო პირი იმყოფება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG