Accessibility links

ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობის „ახალ მნიშვნელოვან ეტაპს“ იწყებენ


ნატომ და ევროკავშირმა გამოაცხადეს თანამშრომლობის „ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მომავალი საგარეო-პოლიტიკური კურსის გარშემო გაურკვევლობის ფონზე. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბრძოლას კიბერ-იერიშებთან, ზომებს საინფორმაციო ომის დროს, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების თავდაცვის გაუმჯობესებას. დონალდ ტრამპს, რომელიც იანვარში შეცვლის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, წელს ნათქვამი აქვს, რომ აშშ-მა შესაძლოა არ დაიცვას თავდასხმებისაგან ნატოელი მოკავშირეები, თუ ისინი არ გაზრდიან თავიანთ წილს ალიანსის დაფინანსებაში. მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა 6 დეკემბერს გამოთქვა რწმენა, რომ აშშ კვლავაც უერთგულებს ტრანსატლანტიკურ კავშირს და შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG