Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 97 ადამიანი


ინდონეზიაში, ჩრდილოეთში მდებარე აჩეს პროვინციის ნაპირებთან წყალქვეშა მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 97 ადამიანი. 7 დეკემბერს ათობით შენობა დაინგრა და შიშობენ, რომ ბევრი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში პიდია ჯაიას რაიონში, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა 6,5 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა. ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. 2004 წელს სწორედ აჩეში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა მოჰყვა ცუნამის, რომელიც ოკეანეში მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიწვია. 2004 წლის ამ სტიქიურმა უბედურებამ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინდონეზიაში, 120 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG