Accessibility links

ობამას აზრით, სამხედრო ძალის გაზრდა არ არის საკმარისი ტერორიზმის მოსასპობად


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ ვერ შეძლებს ტერორიზმის მოსპობას გაზრდილი სამხედრო ძალით. როგორც ობამამ 6 დეკემბერს განაცხადა ანტიტეტორისტულ ზომებზე პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო მოხსენებით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ „ალ-ყაიდის“ ლიდერის ლიკვიდაცია შეძლო და უკან დაახევინა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, ტერორიზმი მაინც დარჩება მომდევნო წლებში აშშ-ის წინაშე მდგომ საფრთხედ. ობამას აზრით, ნაცვლად „ცრუ დაპირებებისა“, რომ ტერორიზმი მოისპობა მეტი ბომბის დაშენით და მეტი ჯარისკაცის განთავსებით, ან თავის დასაცავად დანარჩენ მსოფლიოსთან კედლების აღმართვით, საჭიროა გრძელვადიანი, გონივრული სტრატეგიით მოქმედება. ობამამ ეს შეფასება გამოთქვა ფლორიდაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას 20 იანვრიდან შეცვლის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ობამას მიდგომას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს ობამა და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოხსენიებული ჰყავს „ისლამური სახელმწიფოს“ „თანადამფუძნებლებად“, რახან 2013 წელს ერაყიდან აშშ-ის ჯარების გასცლის შედეგად შეიქმნა ვაკუუმი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ექსტრემისტების გაერთიანების შექმნა და მის მიერ დიდი ტერიტორიების სწრაფად დაპყრობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG