Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა რუსი ოფიცერი რუსლან გალიცკი


სირიაში დაიღუპა რუსი ოფიცერი რუსლან გალიცკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მრჩეველი, პოლკოვნიკი გალიცკი მძიმედ დაიჭრა სირიელი მეამბოხეების მიერ ქალაქ ალეპოში განხორციელებული საარტილერიო იერიშისას და მოგვიანებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირაა პრეზიდენტ ასადის არმია რუსეთის დახმარებით ინტენსიურად უტევს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც მეამბოხეთა ხელშია. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მიერ 7 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ასადის არმია შევიდა ალეპოს ისტორიულ ცენტრში, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდა შეიარაღებული ოპოზიცია. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს აღმოსავლეთ ალეპოს დაახლოებით 75%.

XS
SM
MD
LG