Accessibility links

ეუთო თურქმენეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს რადიო თავისუფლების თანამშრომელი


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) თურქმენეთს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ იქნეს გათავისუფლებული რადიო თავისუფლების თანამშრომელი, ხუდაიბერდი ალაშოვი. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა თურქმენეთის ხელმძღვანელობას 6 დეკემბრის განცხადებით სთხოვა, უზრუნველყონ თურქმენეთში ჟურნალისტების უსაფრთხოება. მანამდე ჩვენმა რადიომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ალაშოვი 3 დეკემბერს დააკავეს ჩრდილოეთ თურქმენეთში მდებარე დაშოგუზის პროვინციაში მას შემდეგ, რაც ალაშოვის სახლში პოლიციელები შეიჭრნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ალაშოვსა და მისი დედას ბრალად წაუყენეს საღეჭი თამბაქოს ფლობა. თურქმენეთში საღეჭი თამბაქო მართალია, აკრძალულია, მაგრამ მას მაინც მოიხმარენ და აქამდე არ იყო ცნობილი მის გამო დაპატიმრების შემთხვევები.

XS
SM
MD
LG