Accessibility links

პაკისტანში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა


პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც, ოფიციალური პირების ცნობით, 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის წარმომადგენლის, ლაიყ შაჰის ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიაკომპანიის თვითმფრინავი 7 დეკემბერს შიდა რეისს ასრულებდა, როცა ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის რეგიონში, ქალაქ ჰაველიანთან ჩამოვარდა. ცნობებში არ არის ნათქვამი, გადაუჩა თუ არა ვინმე ავიაკატასტროფას. PK-661 ტიპის თვითმფრინავმა დისპეჩერებთან კონტაქტი დაკარგა ქალაქ ჩიტრალიდან ისლამაბადის მიმართულებით ფრენის დროს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ თვითმფრინავში 47 ადამიანი იმყოფებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG