Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეები მოითხოვენ ჰუმანიტარულ ზავს ალეპოში


სირიელი მეამბოხეები მოითხოვენ ხუთდღიან ჰუმანიტარულ ზავს ქალაქ ალეპოში მას შემდეგ, რაც აქტივისტებისა და სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობის ჯარმა და მისმა მოკავშირეებმა მთლიანად დაიპყრეს ალეპოს ისტორიული, ძველი უბნები, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. დასავლეთის ექვსი ქვეყანაც გამოდის ზავისაკენ მოწოდებით, რათა დახმარება მიაწოდონ ალეპოში ჯერ კიდევ მეამბოხეების ხელში დარჩენილ რაიონებს, იქ „ჰუმანიტარული კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 7 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ მეამბოხეებმა უკან დაიხიეს ძველი ქალაქის ბოლო რაიონებიდანაც. ამავე წყაროს თანახმად, მთავრობის ჯარი და მისი მოკავშირეები ახლა აკონტროლებენ ტერიტორიის 75%-ს აღმოსავლეთ ალეპოში, რომელიც ბოლო ოთხი წელი მეამბოხეების ხელში იყო. ალეპოს, მეამბოხეების უდიდესი ურბანული დასაყრდენის, მთლიანად დაპყრობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის უდიდესი სამხედრო წარმატება იქნებოდა მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო.

XS
SM
MD
LG